კომპანია “KefalPlastic”-ი დაარსდა 1989 წელს. ჩვენ ვაწარმოებთ ფართო მოხმარების პლასტმასის პროდუქციას. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის წყალობით მოწინავე პოზიციებს ვინარჩუნებთ უკვე მესამე ათეული წელია. კომპანია სარგებლობს როგორც მრავალი მომხმარებლის აგრეთვე სახელმწიფო სტრუქტურების ნდობით რისი დასტურიც არაერთი წარმატებული მსხვილი ტენდერია. ვითვალისწინებთ რა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომ გამოწვევებს ვცდილობთ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ბაზრის განვითარებას, დავხვეწოთ მომსახურება და მომხმარებელს შევთავაზოთ როგორც არსებული აგრეთვე მის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქციის წარმოება და მიწოდება.
გთავაზობთ უკვე მზა პროდუქციის ფართო არჩევანს. გთხოვთ იხილეთ წარმოებაში ჩაშვებული პროდუქციის კატალოგი.
გთავაზობთ ყალიბების დამზადებას და თქვენს მოთხოვნებზე მორგებული ახალი სახეობის პროდუქციის წარმოებას.
გთავაზობთ პროდუქციის მიწოდებას საქართველოს ტერიტორიაზე და ექსპორტირებას საზღვარგარეთ.
მოგვწერეთ ჩვენი საიტიდან გაუსვლელად ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომრებზე. მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვას.